ბათუმის სასამართლომ ვაჟა დარჩიას და მალხაზ ირემაძეს 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა

14.01.25 01:03
ბათუმის სასამართლომ ვაჟა დარჩიას და მალხაზ ირემაძეს 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ვაჟა დარჩიას და მალხაზ ირემაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, ირემაძე და დარჩია 11 იანვარს, ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მიმდინარე აქციაზე დააკავეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 11 იანვარს აქციაზე დაკავებულ კიდევ სამ მოქალაქეს: ნოდარ ფრანგიშვილს, ოთარ ქათამაძეს და მათე ცენტერაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.