"საჯარო სამსახურის კანონის ცვლილებით აზრი დაკარგა ყველაფერმა" - გვანცა ბესელიამ თანამდებობა დატოვა

14.01.25 01:18
"საჯარო სამსახურის კანონის ცვლილებით აზრი დაკარგა ყველაფერმა" - გვანცა ბესელიამ თანამდებობა დატოვა

საჯარო სამსახურის ბიუროში, ადამიანური კაპიტალის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გვანცა ბესელიამ თანამდებობა დატოვა.

გვანცა ბესელიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "საჯარო სამსახურის კანონის ცვლილებით აზრი დაკარგა ყველაფერმა", ამიტომ ბიუროსთან 9-წლიანი თანამშრომლობა დაასრულა. 

1 იანვრიდან დავემშვიდობე ბიუროს. საჯარო სამსახურის კანონის ცვლილებით აზრი დაკარგა ყველაფერმა, რისთვისაც ვმუშაობდი და რისიც მჯეროდა. ამიტომ, 9 წლიანი თანამშრომლობა ბიუროსთან დასრულდა. მადლობა ყველას, თბილი და გამამხნევებელი შეტყობინებებისთვის. დარწმუნებული ვარ, შევხვდებით საჯარო სამსახურის კიდევ ერთხელ მშენებლობის გზაზე", - წერს გვანცა ბესელია.