ძლიერი აფეთქება ორთაჭალაში - არის მსხვერპლი
"პირველების" ინფორმაციით, სასტუმრო კავკასიის მეოთხე სართულზე, სადაც აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობენ, ძლიერი აფეთქება მოხდა.
ადგილზე, სავარაუდოდ, გაზმა გაჟონა, რის შედეგადაც ფასადის ნაწილი ჩამოინგრა. შემთხვევას მსვერპლი მოყვა.
არსებული ცნობებით, დაღუპული 70 წლამდე მამაკაცია. რაც შეეხებათ დაშავებულებს, ამ დროისთვის მათ შესახებ ინფორმაცია უცნობია.