განხილვა ევროპარლამენტში - ერთ-ერთი თემა საქართველოში მიმდინარე მოვლენები იქნება
უკანონოდ დაკავებული პირების გათავისუფლებას და ყველა იმ პირის დასჯას, ვინც ამ ძალადობრივ დაკავებებშია ჩართული, ევროკავშირი ოფიციალურად ითხოვს. საგანგებო განცხადება ამის შესახებ ევროკომისიის მთავარმა პრეს-სპიკერიმა ანიტა ჰიპერმა გაავრცელა.
აღნიშნული საკითხი იქნება, სავარაუდოდ, დღეს განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ევროპარლამენტში, სადაც - გაფართოების საკითხებში ევროკომისარს, მარტა კოსს მოუსმენენ. ის წარადგენს მოხსენებას ევროკაშირის ასპირანტ ქვეყნებთან დაკაშირებით და მომხსენებელი ასევე ისაუბრებს იმასთან დაკავშირებით, თუ სად არის ახლა საქართველო, რომ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი სრულად არის გაჩერებული.
დიდი ალბათობით, ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, არ დახუჭავს თვალს ბოლო 45 დღის განმავლობაში საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.