უყვარდა ალკოჰოლი და აზარტული თამაშები, ბანკის ვალი ჰქონდა - რამ გამოიწვია მელიქიშვილის ბანკში შეჭრა

10.09.21 13:26
უყვარდა ალკოჰოლი და აზარტული თამაშები, ბანკის ვალი ჰქონდა - რამ გამოიწვია მელიქიშვილის ბანკში შეჭრა

უყვარდა აზარტული თამაშები, ალკოჰოლური სასმელები, თამაშის გამო ბანკის ვალი ჰქონდა- ტვ პირველმა ყვარელში გუშინ ,,საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი პირის შესახებ ახალი დეტალები გაარკვია.

ტვ პირველის ინფორმაციით, შალვა მელიქიშვილი თელავში სასტუმროების ქსელ ,,ძველ თელავის" რესტორანში შეფ მზარეულად მუშაობდა, იყო მოთხოვნადი კულინარი, წინა წელს საკუთარი სასადილოც ჰქონდა გახსნილი, მაგრამ ბიზნესი ვერ ააწყო და მოგვიანებით რესტორანში დაიწყო მზარეულად მუშაობა. ირკვევა ისიც, რომ შალვა მელიქიშვილს სავარაუდოდ აზარტული თამაშების წყალობით ბანკის ვალი ჰქონდა და ის სამსახურიდან 3 თვის წინ გაათავისუფლეს.

ახლობლები ვარაუდობენ, რომ მელიქიშვილმა გარკვეული თანხა წააგო და ამიტომაც იძულებული გახდა, ბანკში შეჭრილიყო.

ირკვევა ისიც, რომ ბანკში შეჭრისას ის მილიონ ლარს, შენობის გარე პერიმეტრიდან კი სამართალდამცველებისა და მედიის წარმომადგენლების გაყვანას ითხოვდა.

ყვარელში ,,საქართველოს ბანკზე" თავდასხმისთვის დაკავებული მელიქიშვილი თელავის პოლიციის სამხარეო დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორში გამომძიებლებს და ბრალის წარდგენას ელოდება.