"გეშინოდეთ ჩვენი, ტირანებო!" - თეატრის დღეს თეატრალები ქუჩაში ხვდებიან

14.01.25 13:40
"გეშინოდეთ ჩვენი, ტირანებო!" - თეატრის დღეს თეატრალები ქუჩაში ხვდებიან

თეატრის დღეს თეატრალები ქუჩაში ხვდებიან - დღეს არ იქნება არც ზეიმი და არც მიღება, მსახიობები, რეჟისორები, დრამატურგები და რა თქმა უნდა, მაყურებელები, ყველანი შვიდ საათზე, აღმაშენებლზე ახალ თეატრთან შეიკრიბებიან და რუსთაველის გამზირისკენ მსველელობას მოაწყობენ.

ხელოვანების მთავარი მოთხოვნაა, რომ დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს უკანონო პატიმრობაში მყოფი ანდრო ჭიჭინაძე და რეჟიმის ტყვეები. 

დღეს საინტერესოდ ვხვდებით ამ დღესასწაულს, როდესაც იმ მსახიობებსად მაყურებელს შორის ბარიერს ვარღვევთ და ყველანი ერთად მივდივართ მსვლელობით რუსთავეველის გამზირისკენ. პირდაპირ ვუპირისპირდებით ტირანიას. გეშინოდეთ ჩვენი ტირანებო, იმიტომ, რომ ჩვენ იმაზე დიდი ძალა ვართ. ვიდრე ვინმე წარმოუდგენია. ამ ტირანიას, ადრე თუ გვიან აუცილებლად ჩამოვამხობთ", - ამბობს მსახიობი დათა ჩაჩუა. 

14 იანვარს საქართველოში ქართული თეატრის დღე აღინიშნება. ქართული თეატრის დღეს საფუძველი 1850 წლის 14 იანვარს ჩაეყარა, როდესაც თბილისში პირველი სპექტაკლი გიორგი ერისთავის „გაყრა“ დაიდგა. ეს იყო პირველი და იმ დროისთვის ერთადერთი პროფესიული თეატრი საქართველოში. წარმოდგენა თბილისის გიმნაზიის სააქტო დარბაზში გაიმართა, თავად გიორგი ერისთავის მონაწილეობითა და რეჟისორობით.