"თეატრი ეროვნული მოძრაობის ავანგარდში დგას" - ლევან (ჭოლა) წულაძე
75 წლის განმავლობაში პირველად, თეატრალები თეატრის დღეს ქუჩაში პროტესტით შეხვდებიან. ხელოვანებისთვის ქუჩა უკვე ბევრი დღეა სცენა გახდა, ის სცენა, სადაც თამაში მოენატრათ, თუმცა გარეთ უფრო მნიშვნელოვანი ისტორია იწერება, ამიტომაც თვლიან, რომ ახლა სამშობლოს და იმ ადამიანებს, რომლებიც რეჟიმმა უკანონოდ გამოკეტა ციხეში, მათი სიმტკიცე, შეუდეკელობა, გამძლეობა და უწყვეტი ენერგია გარეთ სჭირდებათ.
რეჟისორი, ლევან (ჭოლა) წულაძე ამბობს, რომ თეატრი მისი მახსოვრობის მანძილზე პირველად დგას ეროვნული მოძრაობის ავანგარდში და ასე გაგძელდება ბოლომდე, სადამდეც საქართველოს ხალხის მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული.
დღეს მარში გაიმართება. ეს სიტყვაც, მარში, რაღაცნაირად ლამაზია. ძალიან ამაყი ვარ, რომ თეატრი პირველად, ამდენი წლის განმავლობაში დგას ეროვნული მოძრაობის ავანგარდში არა სცენიდან, არამედ ქუჩიდან. დიახ, მე ვფიქრობ, რომ ეს ეროვნული მოძრაობაა", - ამბობს ლევან წულაძე.
14 იანვარს საქართველოში ქართული თეატრის დღე აღინიშნება. ქართული თეატრის დღეს საფუძველი 1850 წლის 14 იანვარს ჩაეყარა, როდესაც თბილისში პირველი სპექტაკლი გიორგი ერისთავის „გაყრა“ დაიდგა. ეს იყო პირველი და იმ დროისთვის ერთადერთი პროფესიული თეატრი საქართველოში. წარმოდგენა თბილისის გიმნაზიის სააქტო დარბაზში გაიმართა, თავად გიორგი ერისთავის მონაწილეობითა და რეჟისორობით.
მსახიობები, რეჟისორები, დრამატურგები და რა თქმა უნდა, მაყურებელები, ყველანი 19:00 საათზე, აღმაშენებლზე ახალ თეატრთან შეიკრიბებიან და რუსთაველის გამზირისკენ მსველელობას მოაწყობენ.