"ფაბრიკას" რეზიდენტები გამაფრთხილებელ გაფიცვას უერთდებიან

14.01.25 14:24
"ფაბრიკას" რეზიდენტები გამაფრთხილებელ გაფიცვას უერთდებიან

"ფაბრიკას" რეზიდენტები გამაფრთხილებელ გაფიცვას უერთდებიან.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 15:00-დან 18:00-მდე, ეზოს ყველა ობიექტი დაკეტილი იქნება.

"ხვალ, 15:00-დან 18:00-მდე, ეზოს ყველა ობიექტი დაკეტილი იქნება. ფაბრიკას რეზიდენტები ვუერთდებით გამაფრთხილებელ გაფიცვას. ჩვენი სოლიდარობა ემსახურება საერთო მიზნებსა და ცვლილებებს. მადლობა მხარდაჭერისთვის!", - წერია განცხადებაში.

"იფიცება საქართველო" - 15 იანვარს, 15 საათზე, კომპანიები და მათი თანამშრომლები, ვინც ოლიგარქის არალეგიტიმურ ხელისუფლებას უპირისპირდება, ხვალ მუშაობას წყვეტენ.