"გასტრონომ ჯგუფი" საყოველთაო გაფიცვას უერთდება
"გასტრონომ ჯგუფი" ხვალ, 15 იანვარს, 15:00 საათზე დაგეგმილ გამაფრთხილებელ, საყოველთაო გაფიცვას უერთდება.
"გასტრონომ ჯგუფი" უერთდება საყოველთაო გაფიცვას. ჩვენს ჯგუფში შემავალი მაღაზიები და რესტორნები 15 იანვარს , 15:00-დან 18:00-მდე დაიკეტება", - წერია ინფორმაციაში.
"იფიცება საქართველო" - 15 იანვარს, 15 საათზე, კომპანიები და მათი თანამშრომლები, ვინც ოლიგარქის არალეგიტიმურ ხელისუფლებას უპირისპირდება, ხვალ მუშაობას წყვეტენ.