"ჩვენი მსახიობის დაკავების გამო, ყველა აქტივობას ვაჩერებთ" - „თუმანიშვილის თეატრი“

14.01.25 14:39
"ჩვენი მსახიობის დაკავების გამო, ყველა აქტივობას ვაჩერებთ" - „თუმანიშვილის თეატრი“

"თუმანიშვილის თეატრი" მსახიობის, გიორგი ჩაჩანიძის დაკავების გამო ყველა აქტივობას აჩერებს. ამის შესახებ ნათქვამია თეატრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი“ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს, თითოეულ მოქალაქეს, რომლებიც პროევროპულ აქციებზე მშვიდობიანად გამოხატავენ პროტესტს. 

"თუმანიშვილის თეატრი კატეგორიულად ემიჯნება ძალადობას, ძალის გადამეტებას და უსამართლოდ დაკავებას!

ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა ჩვენს კოლეგებს, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს, თითოეულ მოქალაქეს, რომლებიც მშვიდობიანად გამოხატავენ პროტესტს. 

მოვითხოვთ, სასწრაფოდ და ადამიანის უფლებათა უმაღლესი სტანდარტით იქნას წარმართული ყველა პროცესი, არსებულ კითხვებს გაეცეს დროული პასუხი და უსამართლოდ დაკავებული პირები დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ!

თუმანიშვილის თეატრს დაგეგმილი ჰქონდა აქტივობების განახლება ქვეყანაში არსებული პროტესტის ადეკვატური ახალი ფორმის თანხლებით. 

გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი თეატრის მსახიობი გიორგი ჩაჩანიძე დაკავებულია, თეატრი აჩერებს ყველა აქტივობას", - წერის განცხადებაში.

„თუმანიშვილის თეატრის“ მსახიობი გიორგი ჩაჩანიძე თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, რესტროან „ბაბილოსთან“ დააკავეს ადმინისტრაციული წესით. მასთან ერთად დააკავეს კიდევ რვა ადამიანი - ყველა მათგანს პოლიცია მოთხოვნის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავება (ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლები).