ბათუმში, კოვიდსასტუმროს ეზოში, პაციენტი გარდაიცვალა

10.09.21 12:30
ბათუმში, კოვიდსასტუმროს ეზოში, პაციენტი გარდაიცვალა

ბათუმში, კოვიდსასტუმროს ეზოში, პაციენტი გარდაიცვალა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტს კოვიდსასტუმროში შეყვანისთანავე განუვითარდა სავარაუდოდ, ეპილეფსიური გულყრა, გონების დაკარგვის ეპიზოდით. 

ადგილზე გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, თუმცა გატარებული ღონისძიებების მიუხედავად დაფიქსირდა გარდაცვალება.

9 სექტემბერს, ბათუმის ერთ-ერთი კოვიდსასტუმროს ეზოში 49 წლის კოვიდინფიცირებული მამაკაცი გარდაიცვალა. პაციენტს კოვიდსასტუმროში შეყვანისთანავე განუვითარდა სავარაუდოდ, ეპილეფსიური გულყრა, გონების დაკარგვის ეპიზოდით. ადგილზე გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, თუმცა გატარებული ღონისძიებების მიუხედავად დაფიქსირდა გარდაცვალება“,- აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.