აბუ დაბიში "ოცნების" დეპუტატების ქმედება, შეიძლება შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს - ქურდოვანიძე
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელი, ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ აბუ დაბიში "ოცნების" დეპუტატების მხრიდან განხორიცელებული ძალადობა საქართველოს მოქალაქის მიმართ შეიძლება, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ფაქტი საქართველოს ტერიტორიაზე არ არის მომხდარი, საქმის ფიგურანტები საქართველოს მოქალაქეები არიან, ამიტომაც, ამაზე სახელმწიფოსაც უნდა ჰქონდეს შესაბამისი რეაგირება.
ის, რაც მოხდა, რა თქმა უნდა, არის აღმაშფოთებელი. არ შეიძლება, რომ ის ადამიანები, რომლებსაც პრეტენზია აქვთ, რომ წარმოადგენენ საზოგადოებას და არიან პარლამენტის წევრები, ასე იქცეოდნენ და მოქალაქეს ესხმოდნენ თავს. ეს მათ შორის შეიძლება შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. ეს ქმედება საქართველოს ტერიტორიაზე არ არის მომხდარი, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ის ბატონები საქართველოს მოქალაქეები არიან, რომლებიც ძალადობას ახორციელებდნენ, ამაზე სახელმწიფოსაც უნდა ჰქონდეს შესაბამისი რეაგირება", - ამბობს ნონა ქურდოვანიძე.
აბუ დაბის პოლცია ამ დრომდე იძიებს სატუმრო რედისონში მომხდარ ინციდენტს, რომლის ფიგურანტებიც "ქართული ოცნების" დეპუტატები არიან.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარული - ჯგუფურად თავს დაესხნენ მოქალაქეს, ლაშა გაბიტაშვილს, რომელმაც "ოცნების" დეპუტატებს "მონები" და "რუსები " ეძახა. საგამოძიებო მოქმედებები და მოწმეების გამოკითხვები ჯგუფური თავდსხმის საქმეზე ამ წუთებშიც გრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარზე დაკავებულია გიორგი გოგოლაძე, პირი, რომელიც თან ახლა "ოცნების" დეპუტატებს და რომლის ნასროლი თეფში სასტუმროს თანამშრომლეს მოხვდა.