ვინც ფიქრობთ, რომ ჩვენი შვილები რეჟიმის უკანონო პატიმრები არიან, დაკეტეთ კარი და გამოდით ქუჩაში - თორნიკე გოშაძის დედა

14.01.25 15:45
ვინც ფიქრობთ, რომ ჩვენი შვილები რეჟიმის უკანონო პატიმრები არიან, დაკეტეთ კარი და გამოდით ქუჩაში - თორნიკე გოშაძის დედა

თორნიკე გოშაძის დედა, ყველას, ვინც ფიქრობს, რომ რეჟიმს მათი შვილები უკანონოდ ჰყავს დატყვევებული, მოუწოდებს დახუროს დაწესებულების, კომპანიის, საჯარო უწყების კარი და ხვალ, ტყვეების მხარდასაჭერად ქუჩაში გავიდნენ. 

ყველა ვინც ფიქრობს, რომ ჩემი შვილი, ამათი შვილები რეჟიმის უკანონო პატიმრები არიან, ყველას მივმართავ, საქართველსო მოსახლეობას, შეიძლება დღევანდელი რეჟიმი გაამართლო ადამიანმა? ამიტომ, ყველას ვთხოვ, ხვალ, ყველა საჯარო დაწესებულებამ დაკეტოს კარი და გამოვიდეს ქუჩაში", - აცხადებს თორნიკე გოშაძის დედა. 

"იფიცება საქართველო" - 15 იანვარს, 15 საათზე, კომპანიები და მათი თანამშრომლები, ვინც ოლიგარქის არალეგიტიმურ ხელისუფლებას უპირისპირდება, ხვალ მუშაობას წყვეტენ.