ე.წ. მთავრობას დავანახებთ დედების ძალას - საბა სხვიტარიძის დედა

14.01.25 16:05
ე.წ. მთავრობას დავანახებთ დედების ძალას - საბა სხვიტარიძის დედა

ხვალ საქართველო იფიცება - პროევროპულ აქციაზე, ძალის გამოყენებით დაკავებული საბა სხვიტარიძის დედა ამბობს, რომ ხვალ ე.წ. მთავრობას მოუწევს დაინახოს  ხალხის და მითუმეტეს დედების ძალა. 

მშობელის თქმით, ეტაპობრივად, პროტესტი კიდევ სულ სხვა ფორმას მიიღებს და რაღაც-რაღაცები დაიწყება.

ჩვენ დავანახებთ ჩვენს ე.წ. მთავრობას, რომ ასე თუ ისე, ჩვენ ხალხს გვაქვს რაღაცა ძალა, დედებს მითუმეტეს, ძალიან დიდი ძალა გვაქვს. გაბრაზებული დედა ყოველთვის გადალახავს ყველა წინაღობას, ამათ დაუნგრევს ყველაფერს. ეტაპობრივად, რაღაც-რაღაცები დაიწყება. დრო ნელ-ნელა ყველაფერს დაგვილაგებს და  დაალაგებს", - ამბობს საბა სხვიტარიძის დედა. 

"იფიცება საქართველო" - 15 იანვარს, 15 საათზე, კომპანიები და მათი თანამშრომლები, ვინც ოლიგარქის არალეგიტიმურ ხელისუფლებას უპირისპირდება, ხვალ მუშაობას წყვეტენ.