ნარკოტიკი ჩაუდეს და ციხეში გაუშვეს ექიმი, რომელიც ავადმყოფ დედას უვლიდა, დედა გარდაიცვალა - აქტივისტები
სამოქალაქო ქტივისტები წერენ, რომ პროევროპული აქციების დროს დაკავებულიექიმის, გიორგი ახობაძის დედა გარდაიცვალა.
ახობაძე ლოგინად ჩავარდნილ დედას იმ დრომდე უვლიდა ვიდრე, მას ციხეში გამოკეტავდნენ:
ნარკოტიკი ჩაუდეს და ციხეში გაუშვეს ექიმი, რომელიც ავადმყოფ დედას უვლიდა
დედა გარდაიცვალა, შვილი ციხეშია, ისიც არ ვიცით დაკრძალვაზე დასწრების უფლებას მისცემენ თუ არა
ამ საქმის დამკვეთები და შემსრულებლები მშვიდად დასეირნობენ, კაცობაზე, ადამიანობაზე და ქართველობაზე გველაპარაკებიან
თითქოს არსფერი ისეთი არ უქნიათ, ვერც იაზრებენ ალბათ რამხელა ტკივილი მიაყენეს ხალხს
საბოლოოდ გიორგი ახობაძის უდანაშაულობა დამტკიცდება და ეს ღორისშვილები ციხეში ამოლპებიან"- წერს "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდრი ბორის-ჩელე ყურუა.
ექიმი გიორგი ახობაძე, რომელიც საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე იყო, 7-8 დეკემბერს დააკავეს.
მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს.
აქტივსიტის დაკავებას მისი მეგობრები ექიმის პოლიტიკურ შეხედულებას უკავშირებენ.