15 იანვარი, 15:00 საათი - საქართველო იფიცება
ხვალ ზუსტად 15:00 საათზე საქართველო იფიცება - საქართველოს გადასარჩენად და საქართველოს დასაცავად ქართველი ხალხი პროტესტის ასეთ ფორმას ირჩევს. საჯარო მოხელე, ბანკის თანამშრომელი, მოლარე-გამყიდველი, მასწავლებლები, მიმტანი, მზარეული - იფიცება ყველა! გაფიცვამდე რამდენიმე საათით ადრე კი სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს ერთი მოთხოვნა აქვთ - კომპანიებმა თანამაშრომლებს გაფიცვის უფლება არ შეუზღუდონ.
იფიცება ყველა დიდი ქსელი და მცირე მეწარმე. პროტესტის ამ ფორმით ადამიანები ხალხი ხელისუფლებას აჩვენებს, რომ ძალა ხალხშია და არა რეჟიმის მსახურებში. გაფიცვა ეს არის ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი ინსტრუმენტი.
ხალხი იფიცება და ორი მოთხოვნის გარშემო ერთიანდება: პირველი, ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და მეორე - ახალი არჩევნების დანშვნა. ხვალ ქუჩაში გაფიცულ ხალხთან ერთად იდგებიან პოლიტ პატიმრების ოჯახის წევრები. ისინი ფიქრობენ, რომ სინდისის პატიმრების გათავისუფებისთვის ახლა ყველა მოქალაქემ უნდა იბრძოლოს.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.