გამაყრუებელი სიჩუმის სამი საათი - ქართული კრიტიკული მედიის პროტესტი

14.01.25 20:16
გამაყრუებელი სიჩუმის სამი საათი - ქართული კრიტიკული მედიის პროტესტი

გამაყრუებელი სიჩუმის სამი საათი - ეს იყო ქართული კრიტიკული მედიის პროტესტი იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რომელიც დღეს ქვეყანაშია. ეს არის სოლიდარობა  და წინააღმდეგობაც მზია ამაღლობელს ციხეში გაშვების გამო. 

პროტესტის გამო მაუწყებლობა, ჯამში, 40-მდე მედიამ შეწყვიტა. ყველა მათგანი მაყურებლის წინაშე დღეს 17:00 საათზე ზუსტად იდენტური ფორმით წარდგა: კრიტიკული მედიის ეკრანე და გამოცემების ვებსაიტებზე შავი ფონი გაჩნდა წარწერით: "ასეთი იქნება საქართველო კრიტიკული მედიის გარეშე, თავისუფლება, სოლიდარობა მზია ამაღლობელს". 

მედიამ მოქალაქეებს უჩვენა, როგორი იქნება რეალობა კრიტიკული მედიის გარეშე და მოუწოდებს მათ, არ შეეგუონ უსამართლობას, რომლის სამიზნეც ახლა "ბათუმელების" დირექტორია, თუმცა ამისგან დაზღვეული არავინაა.

აი, ასეთი საქართველო უნდა ბიძინა ივანიშვილს, სადაც არის სიბნელე და სადაც არის გამაყრუებელი დუმილი, სადაც ადამიანებს არაფრის თქმა, არაფრის პროტესტის და არაფრის ლაპარაკი შეეძლებათ. დღეს ჩვენ მთელ საქართველოს, მრავალათასიან მაყურებელს ვუჩვენეთ, რა რეალობის წინაშე დგას ქვეყანა. დღეს ჩვენ დავდექით იმ რეალობის წინაშე, როდესაცხვალ ვინ აღმოჩნდება ციხეში, რომელიც ჟურნალისტი ან რომელი ტელეწამყვანი აღარავინ ვიცით. მზია ამაღლობელსი დაკავებამ და წინასწარ პატიმრობაშ გაშვებამ ყველაზე ნათლად გამოაჩინა ამ რეჟიმის სახე და მისი რეალური განზრახვა.ამიტომ დღეს ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია, გადავარჩინოთ ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობა, გამოვიყვანოთ ქვეყანა ამ მდგომარეობიდან და გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა. ამისთვის მნიშვნელოვანია, ისმოდეს ქვეყანაში პროტესტის ხმა და ისმოდეს ყველაზე ხმამაღლა და ისმოდეს ყველა მოქალაქისგან, - ამბობს „ტვ პირველის“ საინფორმაციოს ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე. 

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის ჩართვაში.