სინდისის ახალი პატიმრები ქვეყანაში - ბათუმის აქციაზე დაკავებულები მოსამართლემ ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვა
ხმაურია ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც კიდევ ერთი აქტივისტი, ლუკა ნაცვლიშვილი მოსამართლემ ციხეში გაუშვა. ნაცვლიშვილს 12 დღიანი პატიმრობა მიესაჯა.
"მონა!" "შეგრცხვეს!" - ამ შეძახილების ფონზე მოუწია მოსამართლეს ვერდიქტის გამოცხადება.
გამოვიდეს მოსამართლე ქალბატონი გუგული და ჩამხედოს თვალებში! მისი კოლეგა ვარ და მითხრეს, თუ ვზრდი უნივერსოტეტში დამნაშავეებს. პოლიციელებსაც ვასწავლიდი, სახელები არ დამასახელებინონ! ოროსნები იყვნენ, მაგრამ ვასწავლე მაინც! ეს არის ცირკი დღეს!, - უთხრა ერთ-ერთა დარბაზში მსხდომმა მოსამართლეს.
საპროტესტო შეძახილებმა მოსამართლე ისე გააღიზიანა, რომ დარბაზიდან დამსწრეებს ერთმანეთის მიყოლებით აძევებდა.
სინდისის ახალი პატიმრებით რეჟიმმა ციხეები, პრაქტუკულად, გადაავსო.ბ ათუმის აქციაზე დაკავებულები მოსამართლემ ერთმანეთის მიყოლებით ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვა. მათ შორის არიან შუშანა მაცაბერიძე და გიორგი კაკალაძე. 12 დღე ციხეში - ასეთია რეჟიმის გადაწყვეტილება, რასაც სასამართლოში ხმაური და შეძახილები მოჰყვა.
ამ ქალბატონმა გვანახა, რომ არის მონა. მთელი პროცესი იყო საგიჟე. ვამტკიცებდი, რომ ირაკლი დგებუააძეს დავუძახე "ნაბიჭვარი" და მაკავებდნენ სრულიად სხვა რამეზე. 12 დღეს მოგვისაჯეს, მაგრამ არა უშავს, - თქვა შუშანა მაცაბერიძემ ვერდიქტის გამოცახდების შემდეგ.
დაკავებების სერია ბათუმში რამდენიმე დღის წინ ჩატარდა, როდესაც ხელბორკილები ოლიგარქის პოლიციამ 6 პირს დაადო.
ვრცლად ნახეთ ნატო გოგელიას ჩართვაში.