რეპრესიები გრძელდება - რესტორან "ბაბილოსთან" დაკავებულები "ოცნებამ" 13 დღით ციხეში გაუშვა

14.01.25 20:54
რეპრესიები გრძელდება - რესტორან "ბაბილოსთან" დაკავებულები "ოცნებამ" 13 დღით ციხეში გაუშვა

 

ბათუმის პარალელურად, რეპრესიები გრძელდება თბილისის საქალაქო სასამართლოში. დღეს 7 ადამიანის სასამართლო სხდომა ჩატარდა.  მანუჩარ ცაცუამ რესტორან "ბაბილოსთან" დაკავებულები 13 დღით ციხეში გაუშვა. აქტივისტები, ვინც რესტორან "ბაბილოსთან" კლანის ქეიფსა და დროსტარებას  აპროტესტებდნენ, დღეს ამავე მოსამართლეების მხრიდან შურისძიების მსხვერპლი გახდნენ. 

რამდენიმე წუთის წინ მსახიობ გიორგი ჩაჩანიძის პროცესი დასრულდა. ის მოსამართლე მანუჩარ ჩაჩუამ 10 დღიან პატიმრობაში გაუშვა. ეს არის მსახიობი, რომელიც იმის გამო დააკავეს, რომ გულწასული ქალის დახმარებას ცდილობდა. 

მოსამართლემ დღეს პირდაპირ აღიარა, რომ "ბაბილოში" გამართულ წვეულებაზე თავადაც იმყოფებოდა და ამაში პრობლემას ვერ ხედავს. 

კიდევ ერთმა სანქცირბეულმა მოსამართლემ კობა ჩაგუნავამ ენმ-ს წევრი ბექა პაპაშვილი 15 დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვა. მოსამართლის ვერდიქტს დარბაზში მყოფების ხმაური მოჰყვა.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის ჩართვაში.