პროევროპული აქციების დროს დაკავებული ექიმის, გიორგი ახობაძის დედა გარდაიცვალა
რეჟიმის მსხვერპლი მშობლები - პროევროპული აქციების დროს დაკავებული ექიმის, გიორგი ახობაძის დედა გარდაიცვალა. ლოგინად ჩავარდნილი მშობლის ერთადერთი მომვლელი მისი შვილი იყო და ამის შესახებ დაკავებული ახობაძე მოსამართლეს 10 დეკემებრის სხდომაზეც უყვებოდა.
დედას გადატანილი ჰქონდა ინსულტი და ვერ მეტყველებდა. შვილი კი მის გვერდით იმ დრომდე იყო, ვიდრე ექიმ ახობაძეს რეჟიმი ციხეში გამოკეტავდა.
მშობლის გარდაცვალება ოლიგარქის მსხვერპლმა ციხეში შეიტყო. ახლა ადვოკატი ითხოვს, რომ გიორგი ახობაძეს დედის დაკრძალვაზე მისვლის უფლება მაინც მისცენ.
ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის ჩართვაში.