ეს გაფიცვა, კიდევ ერთხელ არის ჩვენგან იმის ხაზგასმა, რა მძიმე დიქტატურაში აღმოვჩნდით -მიშა სესიაშვილი
“მთავარი არხის“ ჟურნალისტის, მიშა სესიაშვილის თქმით, მედიასაშუალებების პროტესტი არის ჟესტი, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, თუ რა მძიმე რეალობაში ვცხოვრობთ.
“მძიმე დიქტატურაში აღმოვჩნდით, სადაც ჟურნალისტები გახდნენ სამიზნე“, - ამბობს სესიაშვილი.
ეს ჟესტი, ეს პროტესტი, ეს გაფიცვა, კიდევ ერთხელ არის ჩვენგან იმის ხაზგასმა და შეხსენება საზოგადოებისთვისაც, მათ შორის, თუ რაოდენ მძიმე რეალობაში ვცხოვრობთ და რა მძიმე დიქტატურაში აღმოვჩნდით, სადაც ჟურნალისტები გახდნენ სამიზნე, იქნება ეს ფიზიკური ანგარიშსწორება თუ ის აბსურდი, რომელშიც ჩვენი კოლეგა მზია ამაღლობელი აღმოჩნდა და აღმოჩნდა სრულიად აბსურდული ბრალდებით და საქმით გისოსებს მიღმა, - ამბობს „მთავარი არხის“ ჟურნალისტი მიშა სესიაშვილი.
გამაყრუებელი სიჩუმის სამი საათი - ეს იყო ქართული კრიტიკული მედიის პროტესტი იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რომელიც დღეს ქვეყანაშია. ეს არის სოლიდარობა და წინააღმდეგობაც მზია ამაღლობელს ციხეში გაშვების გამო.
პროტესტის გამო მაუწყებლობა, ჯამშ, 40-მდე მედიამ შეწყვიტა. ყველა მათგანი მაყურებლის წინაშე დღეს, 17:00 საათზე ზუსტად იდენტური ფორმით წარდგა: კრიტიკული მედიის ეკრანე და გამოცემების ვებსაიტებზე შავი ფონი გაჩნდა წარწერით: "ასეთი იქნება საქართველო კრიტიკული მედიის გარეშე, თავისუფლება, სოლიდარობა მზია ამაღლობელს".
მედიამ მოქალაქეებს უჩვენა, როგორი იქნება რეალობა კრიტიკული მედიის გარეშე და მოუწოდებს მათ, არ შეეგუონ უსამართლობას, რომლის სამიზნეც ახლა "ბათუმელების" დირექტორია, თუმცა ამისგან დაზღვეული არავინაა.