"ვითხოვთ ეთერს!" - ხმაური აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან

14.01.25 20:37
"ვითხოვთ ეთერს!" - ხმაური აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან

 

პროტესტის კიდევ ერთი ეპიცენტრი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელია. ამ წუთებში იქ ჟურნალისტები არიან შეკრებილები და ტელევიისგან ეთერის დათმობას ითხოვენ. დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლები ასევე აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში შესვლას ითხოვენ. ისინი აცხადებენ, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მათი კოლეგის, მზია ამაღლობელის უკანონო დაპატიმრებას სათანადო ყურადღება არ დაუთმო. ახლა ჟურნალისტები ცდილობენ, საზმაუს მეშვეობით ადამიანებმა მომხდარის შესახებ სიმართლე გაიგონ. 

ეს არის ხალხის ფულით, ჩემი, თქვენი, თითოეული ჩვენთაგანის გადასახდელის გადამხდელის მიერ გადადხილი გადასახადების დაფინანსებული ტელევიზია. ვითხოვთ, მოგვცენ ეთერი მზიას დატყვევების საქმეზე სასაუბროდ! რასაც ისინი უმალავენ საზოგადოებას, ჩვენ უნდა ვუთხრათ ხალხს!, - ამბობს „მთის ამბების“ ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი.  

ვრცლად ნახეთ თამთა დოლენჯაშვილის ჩართვაში.