"ინ ტირანოს!" - რუსთაველის თეატრის შენობაზე მსახიობებმა საპროტესტო ბანერი დაკიდეს
მსახიობებმა რუსთაველის თეატრის შენობაზე საპროტესტო ბანერი ჩამოკიდეს. მსახიობები იქ საპროტესტო მარშით მივიდნენ. ხელოვანების მოთხოვნები უცვლელია: ჩაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ უკანონოდ დაპატირებული ადამიანები.
ვებრძვით იმას, რა წარწერაც ახლა იქნება რუსთაველის თეატრზე გაკრული . ეს არის „ინ ტირანოს“ ანუ ტირანიის წინააღდეგ, რომელიც თიტქმის საუკუნის წინ იყო აქ ერთხელ უკვე გამოკრული და ახლაც იქნება. ტირანია უნდა დამარცხდეს აუცილებლად!, - ამბობს მსახიობი კოკო როინიშვილი.