ადვოკატის ინფორმაციით, საბა სხვიტარიძე დაზარალებულად ცნეს
ადვოკატის, ირაკლი ჩომახაშვილის ინფორმაციით, სამოქალაქო აქტივისტი, საბა სხვიტარიძე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებულად ცნო.
ამის შესახებ ჩომახაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“შემდეგი ნაბიჯი დამნაშავე პოლიციელების პასუხისგებაში მიცემა იქნება", - წერს ადვოკატი.
ახლახან დამიკავშირდა სპეციალური საგამოძიებო სამსახური და მაცნობა, რომ საბა სხვიტარიძე, ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე, დაზარალებულად ცნეს. შემდეგი ნაბიჯი დამნაშავე პოლიციელების პასუხისგებაში მიცემა იქნება", - წერს ადვოკატი.
სამოქალაქო აქტივისტი საბა სხვიტარიძე სისხლის სამართლის წესით 5 დეკემბერს დააკავეს. სხვიტარიძეს პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას ედავებიან.
ადვოკატების თქმით, საბა სხვიტარიძეზე დაკავების შემდეგ ფიზიკურად იძალადეს. ნიღბიანების ჯგუფი დიღმის სამმართველოს შენობაში მას სასტიკი მეთოდებით გაუსწორდა.