სტუმარი ეთერიდან რომ ძალის გამოყენებით გამოეყვანოთ, ასეთი რამ არ მახსოვს - გელა მთივლიშვილი

14.01.25 22:16
სტუმარი ეთერიდან რომ ძალის გამოყენებით გამოეყვანოთ, ასეთი რამ არ მახსოვს - გელა მთივლიშვილი

ჟურნალისტი, გელა მთივლიშვილი, რომელი აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფება, ამბობს, რომ ის რაც დღე აჭარის ტელევიზიაში მოხდა, არის უპრეცენდენტო.

მთივლიშვილის თქმით, ის რომ ჟურნალისტი ეთერიდან ძალის გამოყენებით გამოეყვანოთ, მსგავსი შემთხვევა არ ახსოვს.

ჩვენ ვითხოვდით აჭარის საზმაუში ეთერს, მთელი პოლიციის ჯარი გამოიძახეს და განალაგეს შესასვლელში.  შემდეგ უარესი მხოდა, ეთერი შიგნით იყო, მოამზადეს სტუდია, დადგეს სკამები, წყლის ჭიქები, დასვეს ეთერი, უცბად წამყვანი გავიდა, ეთერი გათიშეს, შევიდნენ ნიღბიანები და ეთერ თურაძე ძალის გამოყენებით გამოიყვანეს. მსგავსი შემთხვევა არ მახსოვს, ეს არის უპრეცედენტო, შევიდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, სტუმარი, რომელიც გადაცემისთვის იყო მომზადებული, გამოიყვანეს. ასეთი რამ არ მახსოვს, თუ არ ჩავთვლით წინა ხელისუფლების პირობებში, როცა დასარბევად შეიჭრა ტელევიზიაში“, - აცხადებს მთივლიშვილი.

ჟურნალისტის თქმით, ისინი ბოლომდე იბრძოლებენ, რათა უკანონი პატიმრები არ დარჩნენ პატიმრობაში.

ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ არც მზია ამაღლობელი და არც სხვა პოლიტპატიმარი, ვინც რუსული რეჟიმის ტყვეობაშია, არ დარჩნენ პატიმრობაში. ჩვენ ყველა ეთერში შევალთ და და ვიტყვით სათქმელს“, - განაცხადა გელა მთვლიშვილმა გადაცემა “რეაქციაში“.