ბრალს არ აღიარებს, იყენებს დუმილის უფლებას - შანაი ბრუკის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი

10.09.21 13:07
ბრალს არ აღიარებს, იყენებს დუმილის უფლებას - შანაი ბრუკის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი

ავსტრალიელი ქალის, შანაი ბრუკის, მკვლელობის  საქმეზე დაკავებული რაფაელ მურსაკულოვი დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს. 

ამ წუთამდე ის არ აღიარებს ბრალს, დუმილის უფლებას იყენებს. გავეცანი საქმის მასალებს, სიღრმისეულად ამ ეტაპზე ვერ მოგახსენებთ", - ამბობს ადვოკატი. 

პროკურატურა მურსაკულოვის პატიმრობას ითხოვს. პროკურორის თქმით, ბრალებული ავსტრალიელ ქალს პირადი ნივთების დაუფლების მიზნით დაესხა თავს, ხოლო შემდეგ მისი მოკვლა გადაწყვიტა.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, შანაი ბრუკის მკვლელობის შემდეგ, კვალის დაფარვის მიზნით, რაფაელ მურსაკულოვმა ცხედარს ხის ტოტები დააფარა და მკვლელობის იარაღი გადააგდო.

მსგავსი სიახლეები