მისცემენ თუ არა დედის დაკრძალვაზე დასწრების უფლებას გიორგი ახობაძეს - რას ამბობს ადვოკატი?
მისცემენ თუ არა დედის დაკრძალვაზე დასწრების უფლებას პროევროპული აქციების დროს დაკავებულ ექიმს, გიორგი ახობაძეს- მისი ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის თქმით, ადოკატები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ბოლო წუთები რეჟიმის პატიმარმა დედასთან გაატაროს და გამოემშვიდობოს მას.
“იმედს ვიტოვებთ, რომ ერთის მხრივ პროკურატურა და მეორეს მხრივ პენიტენციური დაწესებულება ამის შესაძლებლობას მოგვცემს“, - ამბობს ცუცქირიძე.
მე დღეს ვიყავი პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც შევიტანე შესაბამისი განცხადება, დედის დაკრძალვაზე გიორგი ახობაძის დასწრების მოთხოვნით. წარვადგინეთ ყველა საჭირო ცნობა, სამართლებრივ ჭრილში. ახლა ჯერი პროკურატურაზეა, რომელმაც თანხმობა უნდა გასცეს გიორგი ახობაძის ეტაპირებაზე და მეორეს მხრივ ჯერი არის პენიტენციურ დაწესებულებაზე, რომელმაც უნდა უზრუნველყოს დაკრძალვის დღეს გიორგის ეტაპირება და ბადრაგირება, შესაბამის ტერიტორიაზე, სადაც ის შეძლებს ბოლო წუთები დედასთან გაატაროს და მშობელს გამოემშვიდობოს“, - განაცხადა ცუცქირიძემ გადაცემა “რეაქციაში“.
პროევროპული აქციების დროს დაკავებული ექიმის, გიორგი ახობაძის დედა გარდაიცვალა. ლოგინად ჩავარდნილი მშობლის ერთადერთი მომვლელი მისი შვილი იყო და ამის შესახებ დაკავებული ახობაძე მოსამართლეს 10 დეკემებრის სხდომაზეც უყვებოდა.
დედას გადატანილი ჰქონდა ინსულტი და ვერ მეტყველებდა. შვილი კი მის გვერდით იმ დრომდე იყო, ვიდრე ექიმ ახობაძეს რეჟიმი ციხეში გამოკეტავდა.
მშობლის გარდაცვალება ოლიგარქის მსხვერპლმა ციხეში შეიტყო.
ექიმი გიორგი ახობაძე, რომელიც საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე იყო, 7-8 დეკემბერს დააკავეს.
მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს.