არ არსებობს ბერკეტი, რითაც გამაჩერებენ, ყველაფერი ბევრად დიდი ხნის წინ წამართვეს - სანდრო ქინქლაძე

15.01.25 01:28
არ არსებობს ბერკეტი, რითაც გამაჩერებენ, ყველაფერი ბევრად დიდი ხნის წინ წამართვეს - სანდრო ქინქლაძე

სამოქალაქო აქტივისტი, სანდრო ქინქლაძე აცხადებს, რომ არ არსებობს ბერკეტი, რითიც მის გაჩერებას შეძლებენ და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებითაც ვერ მოახერხებენ ამას.

როგორც ქინქლაძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, არ არსებობს ბერკეტი, რითიც მას გააჩერებენ.

პირადი ცხოვრების გამოტანა ჩემთვის აპოკალიფსს არ ნიშნავს“, - ამბობს ქინქლაძე.

ემოციურად მძიმეა, როდესაც ჩემი პირადი ცხოვრება გამოდის სააშკარაოზე, 24 საათზე მეტია და ეს ვიდეო კვლავ ხელმისაწვდომია. დილიტ ვიყავი საგამოძიებოში გამოკითხვაზე, გამომძიებელის პასუხი იყო, რომ “რამდენ ადამიანს ეს ვიდეო შენახული აქვს, ყველას ვერ გამოვეკიდებითო“. მეუბნებიან რომ საზღვარი დატოვა ამ ადამიანმა და ჯერ ის უნდა შერჩეს, რომ მე დამინგრია პირდი ცხოვრება და მეორე უნდა შერჩეს პედოფილიის ამსახველი ვიდეოს გავრცელება, მესამე უნდა ეგონოს, რომ ამის გამო დაუსჯელი დარჩება.

მე მხნედ ვიქნები, მცემეს,დამიჭირეს, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გამივრცელეს, ორიენტაციის გასაჯაროებით მემუქრებოდნენ, მაგრამ ამ ხელისუფლებამ ერთი ვერ გაიგო - არ არსებობს ბერკეტი, რითიც გამაჩერებენ. ყველაფერი წამართვეს დიდი ხნის წინ და პირადი ცხოვრების გამოტანა ჩემთვის აპოკალიფსს არ ნიშნავს. ნამდვილად არ მიხარია, რომ ეს ყველაფერი ხდება ჩემ გარშემო, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც გვერდში მიდგანან, ამბობს ის.