ბათუმში ზვიად ქორიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ

15.01.25 04:18
 ბათუმში ზვიად ქორიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ

 ბათუმში ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, შემთხვევა "შერატონში" მოხდა.

მისი თქმით, თავდამსხმელებს შორის, სხვა პირებთან ერთად, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ წევრები დიმიტრი სამხარაძე და გიორგი მანველიძეც იყვნენ.

მომხდარის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

რამდენიმე წუთის წინ, გიორგი გახარიას ბათუმის "შერატონში" თავს დაესხნენ. ოპოზიციონერლი ლიდერი კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც გელა მთივლიშვილი ამბობს, გახარიას თავს, სავარაუდოდ, არალეგიტიმური პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები დაესხნენ.

სასტუმროში, ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.