ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭომ აშშ-ში ლობისტური კონტრაქტი გააფორმა

15.01.25 10:48
ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭომ აშშ-ში ლობისტური კონტრაქტი გააფორმა

ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭომ შტატებში ლობისტური კონტრაქტი გააფორმა - ინფორმაციას შტატების  იუსტიციის სამინისტრო აქვეყნებს.

დოკუმენტების მიხედვით, ლობისტურ კომპანია Mercure-თან  გაფორმებული  კონტრაქტის ღირებულება 40 ათას დოლარია, თანამშორმლობის მიზანი კი ბიზნესსაბჭოს ეკონომიკური განვითარების მხარდასაჭერად   მომავალ ადმინისტრაციასთან სტრატეგიული კომუნიკაციის დამყარება იქნება.

საქართველოს ბიზნესსაბჭო 1998 წელს დაფუძნდა და მისი პრეზიდენტის პოსტს მამუკა წერეთელი იკავებს.