გიორგი ოკმელაშვილი განაჩენის მოლოდინში - სასამართლოში "ლიმონის" დამფუძნებლის პროცესი მიმდინარეობს
ბიზნესმენი გიორგი ოკმელაშვილი განაჩენს ელოდება. სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებელი ამ წუთებში სასამართლო სხდომას ესწრება. საქმეს მოსამართლე გიორგი გელაშვილი განიხილავს. დღევანდელ პროცესზე მხარეებმა საბოლოო სიტყვით უნდა ისარგებლონ. სასამართოს სიტყვით მიმართაც თავად ბრალდებულიც.
გიორგი ოკმელაშვილს პროკურტურა პოლიციელებზე თავდასხმას ედავება, თუმცა ადვოკატების თქმით, საქმეში ამის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება არ არსებობს.
გვაქვს მოლოდინი, რომ მოგვეცემა შესაძლებლობა მხარეები წავრსდგეთ დასკვნითი სიტყვებით სასამართლოს წინაშე. რაც შეეხება მტკიცებულებებს, ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს შაბლონური მტკიცებულებები, პოლიციელის გამოკითხვის ოქმებისა, რომლებიც არის ფაქტობრივად დაკოპირებული და იდენტური შინაარსის შემცველი და წინააღმდეგობაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ვიდეო ჩანაწერის შინაარსთან. ვიდეო ჩანაწერის შინაარსით აშკარად ჩანს, რომ ის ადამიანები, რომლებიც გამოკითხვის ოქმებში ამტკიცებენ, რომ დაინახეს ხელის მოქნევის ფაქტი, ვიდეო ჩანაწერის მიხედვით ისინი ამას ფიზიკურად ვერ ხედავდნენ.
დასკვნით სიტყვაში, ბუნებრივია, ჩვენ ,როგორც სხდომების დასაწყისში განვუცხადეთ საზოგადოებას, თავად გიორგი ოკბელაშვილმაც გააკეთა ამასთან დაკავშირებით განცხადება, გიორგი ოკბელაშვილი მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, აუცილებელი თავდაცვისა და დახმარების მიზნით, მას მოუწია პოლიციელისთვის, ასე ვთქვათ, წინააღმდეგობის გაწევა , იმ თვალსაზრისით, რომ არ მომხდარიყო მშვიდობიანი დემონსტრანტების ცემა-ტყეპა და დაკავება. საბოლოო სიტყვას იტყვის, თუ სასამართლომ მოგვცა ამის შესაძლებლობა", - ამბობს ადვოკატი.
გიორგი ოკმელაშვილი შსს-მ 15 მაისს დააკავა 14 მაისის აქციაზე პოლიციელის ფიზიკური შეურაცხყოფის საბაბით. 17 მაისს სასამართლომ ოკმელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შსს-ს 15 მაისის განცხადების თანახმად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ამასთან, საქმეს დაემატა ბრალი, რომელიც მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას გულისხმობს.
გიორგი ოკმელაშვილს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.