კახა კალაძეს რუსთაველის გამზირის გადათხრის გეგმა ჩაეშალა
კახა კალაძეს რუსთაველის გამზირის გადათხრის გეგმა ჩაეშალა - 28 მილიონიან შესყიდის ორი ნაწილი ჩავარდა. არცერთ კომპანიას არ სურს, ხელი მოაწეროს დედაქალაქის მერის დავალებების შესრულებას. ტენდერი არ შედგა - ჭიჭინაძის ქუჩიდან პარლამენტამდე და პარლამენტიდან თავისუფლების მოედნამდე გზების რეაბილიტაციას კალაძე ვერ დაიწყებს.
მერის გეგმა, პროტესტისთვის ხელი ქვეყნის მთავარ გამზირზე საგზაო სამუშაოებით შეეშალა, ჩავარდა, თუმცა კორუფციის მკვლევარები არ გამორიცხავენ, რომ კალაძე რეჟიმთან დაახლოებულ ბიზნესს გაურიგდეს და ფულის კეთების სანაცვლოდ სამუშაოების დაწყებას, უკვე გამარტივებული შესყიდვით შეეცადოს.
კომპანიებმა, რომლებიც ამ ბიზნესში არიან და გზების რეაბილიტაციას აკეთებენ, არ მიიღეს მონაწილეობა, არ მიიღეს იმიტომ, რომ კალაძე ისე გააკეთებდა , რომ ბოლოს დაპირისპირება იქნებოდა ,მაგალითად, სამუშაოს მწარმოებელსა და პროტესტში მყოფ ხალხს შორის. ტენდერი ჩატარდა მხოლოდ ორ ლოკაციაზე, ეს არის ბელინსკის ქუჩიდან ჭავჭავაძის ქუჩამდე, ანუ ოპერამდე, ეს მონაკვეთები ჩატარდა, აქ გაიმარჯვა კომპანიამ, რომლის ერთ-ერთი მეწილეც არის ქართული ოცნების შემწირველი, 60 000 ლარი შესწირა საპარლამენტი არჩევნების დროს, კონკრეტულად 2 სექტემბერს და ესეც მათი წრიდან არიან, მაგრამ მათი წრის ადამიანებმაც და კომპანიებმაც ვერ გარისკეს იმ ორ ლოკაციაზე შესვლა და ტენდერში მონაწილეობა", - ამბობს კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი ბესო დონაძე.