გურჯაანში ტრაილერი გადაბრუნდა - გარდაცვლილია 4 ადამიანი
ბაკურციხე - თბილისის დამაკავშირებელ გზაზე, ბარჯისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრაილერი გადაბრუნდა - გარდაცვლილია 4 ადამიანი დაშავებულია ერთი პირი. ინფორმაციას ipn ავრცელებს.
ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ტრაილერის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და მსუბუქ ავტომანქანებს დაეცა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.