"ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის იმუშავებს" - ექსკლუზიური ინტერვიუ ჯო უილსონთან

15.01.25 13:00
"ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის იმუშავებს" - ექსკლუზიური ინტერვიუ ჯო უილსონთან

ტრამპის ადმინისტრაცია იმუშავებს იმისთვის, რომ საქართველოში ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს - პირველი ინტერვიუ ამერიკის ახლადარჩეული პრეზიდენტის თანაგუნდელთან „პირველებმა„ ვაშინგტონში ჩაწერა. 

ჩვენ ვხედავთ ქართველების სურვილს დაუახლოვდნენ დასავლეთს და მინდა იცოდნენ ქართველებმა, რომ ამერიკაში ამ მოწოდებას და ამ სურვილს ვგულშემატკივრობთ - ამბობს ჯო უილსონი "პირველებთან". 

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რომელიც დონალდ ტრამპს ბიძინა ივანიშვილზე ელაპარაკა, რამდენიმე საათის წინ "ძლიერი საქართველოს" ლიდერებს შეხვდა.

დიახ, მე მაქვს მესიჯი ქართველი ხალხისთვის, რადგან ქართველი ხალხი არის ნამდვილი ინსპირაცია. ისინი შთააგონებენ უამრავ ადამიანს მსოფლიოში ბრძოლისთვის. წინა კვირას გამოვაქვეყნეთ წერილი და მადლიერება გამოვხატეთ ამ ადამიანების მიმართ. ჩვენ ვხედავთ ქართველების სურვილს დაუახლოვდნენ დასავლეთს და მინდა იცოდნენ ქართველებმა, რომ ამერიკაში ამ მოწოდებას და ამ სურვილს ვგულშემატკივრობთ. გარდა ამისა, მინდა ვთქვა ქართული დიასპორაზეც. წარმოუდგენლად არაჩველულებრივი დიასპორა გყავთ ამერიკაში ქართველებს. ჩვენ მათ ძალიან ვაფასებთ. რაც შეეხება ივანიშვილს - მას ვეტყვი რომ საჭიროა ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. მიხარია, რომ სულ მალე ამერიკის ახლად არჩეული პრეზიდენტი იმუშავებს საქართველოს მიმართულებით. თქვენ იცით, რა გააკეთა მან ვენესუელას შემთხვევაში. იქაც საქართველოს მსგავსი მოვლენები განვითარდა. იქაც გაყალბდა არჩვენები", - განაცხადა უილსონმა პირველებთან.