პუტინი აგებს... ქართველი, უკრაინელი და მოლდოველი ხალხი მიიღებს თავის თავისუფლებას - ჯო უილსონი

15.01.25 13:11
პუტინი აგებს... ქართველი, უკრაინელი და მოლდოველი ხალხი მიიღებს თავის თავისუფლებას - ჯო უილსონი

პუტინი აგებს... ქართველი, უკრაინელი და მოლდოველი ხალხი მიიღებს თავის თავისუფლებას - ამის შესახებ დონალდ ტრამპის გუნდის წევრმა, "ჰელსინკის კომისიის" თავმჯდომარემ, ჯო უილსონმა ვაშინგტონში "პირველებისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.  

კონგრესმენმა პუტინის აგრესიაზე ისაუბრა და გამოთქვა იმედი, რომ რუსი დიქტატორი მალე დამარცხდება.

ჩვენ ვხედავთ პუტინი აგებს. მან წააგო მოლდოვაში, წააგო რუმინეთში, წააგო სირიაში - პუტინი გააძევეს სირიიდან და ვხედავთ რა ხდება ახლა უკრაინაში. მამაცი უკრაინელი ხალხის გამო რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური სამხედრო ოპერაცია გარდაიქმნა აბსოლუტურ კატასტროფად რუსეთისთვის როგორც სამხედრო, ისე ეკონომიკური და ისე დიპლომატიური მიმართულებით. და ამ დროს შეხედეთ ნატოს. ალიანსი ახლა ისეთი ძლიერია როგორც არასდროს. აი პუტინმა კი უამრავი არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. საბოლოოდ ეს დასრულდება იმით, რომ ქართველი, უკრაინელი და მოლდოველი ხალხი მიიღებს თავის თავისუფლებას".- აცხადებს უილსონი. 

"ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოში სამართლიანი არჩევნები ჩატარებისთვის იმუშავებს" - ექსკლუზიური ინტერვიუ ჯო უილსონთან