ჩვენთან მდებარე სავაჭრო ობიექტებისა და ოფისების დიდი ნაწილი გაფიცულია - "ქარვასლას" დირექტორი

15.01.25 15:33
ჩვენთან მდებარე სავაჭრო ობიექტებისა და ოფისების დიდი ნაწილი გაფიცულია - "ქარვასლას" დირექტორი

"ქარვასლაში" მდებარე სავაჭრო ობიექტებისა და ოფისების დიდი ნაწილი გაფიცულია - როგორც "ქარვასლას" დირექტორი ზურაბ ვაშაყმაძე, "პირველებთან" აცხადებს, ადმინისტრაციამ სავაჭრო და ბიზნესს ცენტრში არსებულ კომპანიებს გაფიცვაში ხელი შეუწყო და თავადაც ქუჩაში დგანან.

სავაჭრო და ბიზნესს ცენტრს წარმოვადგენთ. ჩვენთან განთავსებულია დაახლოებით 100 სავაჭრო ობიექტი და 250-მდე ოფისი. უმეტესმა ნაწილმა მოგვმართა. იკითხეს ინფორმაცია, ჩვენი მხრიდან პრეტენზიები არ ყოფილა, პირიქით, ხელი შევუწყვეთ, ვისაც აინტერესებდა, რომ გაფიცულიყვნენ. დიდი ნაწილი გაფიცულია. შესაბამისად, ჩვენც, როგოროც ადმინისტრაცია ვუერთდებით ამ აქციას და ვართ გარეთ გამოსულები", - აცხადებს ზურაბ ვაშაყმაძე.

საყოველთაო გაფიცვა  მთელს საქართველოში - სააფთიაქო ქსელები, სუპერ მარკეტები, სილამაზის სალონები, კვების ობიექტები, სკოლები, უნივერსიტეტები, ბაღები, მოკლედ მცირე და დიდი ბიზნესი ყველა ოლიგარქის  რეჟიმის წინააღმდეგ ერთიანდება. 

"გაიფიცე საქართველოსთვის" აქციაში  ახალი არჩევნების დანიშვნის  და რეჟიმის პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით  პრაქტიკულად მთელი ბიზნეს სექტორი ჩაერთო.

თანამშრომელთა დიდი ნაწილი უკვე ქუჩაში დგას, ნაწილი კი პროტესტს ოფისებიდან უერთდება. საპროტესტო წარწერებით  არის აჭრელებული დიდი კომპანიების ვიტრაჟებიც. 

15 -დან 18-საათამდე იხურება სხვადასხვა მაღაზიები, კვების ობიექტები,  ოფისები და საწარმოები. 

 

მსგავსი სიახლეები