"თითქმის მთელი ოფისი ქუჩაში ვდგავართ" - "მაკდონალდსი" გაიფიცა
"მაკდონალდსი" გაიფიცა - კვების ობიექტის თანამშრომლების მთელი შემადგენლობა ახლა ქუჩაშია გამოსული და რეჟიმის პოლიტიკას აპრპტესტებს.
თითქმის მთელი ოფისი ვართ გაფიცული, ვდგავართ ქუჩაში. არვიცი ამ ხელისუფლებას რა დაახევინებს უკან , მაგრამ ჩვენმ ვაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელს. ხელისუფლება კი თვითონ უნდა მიხვდეს თავის ნაბიჯებს", - აცხადებს "მაკდონალდსის" წარმომადგენელი თენგიზ კაპანაძე "პირველებთან".
საყოველთაო გაფიცვა მთელს საქართველოში - სააფთიაქო ქსელები, სუპერ მარკეტები, სილამაზის სალონები, კვების ობიექტები, სკოლები, უნივერსიტეტები, ბაღები, მოკლედ მცირე და დიდი ბიზნესი ყველა ოლიგარქის რეჟიმის წინააღმდეგ ერთიანდება.
"გაიფიცე საქართველოსთვის" აქციაში ახალი არჩევნების დანიშვნის და რეჟიმის პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით პრაქტიკულად მთელი ბიზნეს სექტორი ჩაერთო.
თანამშრომელთა დიდი ნაწილი უკვე ქუჩაში დგას, ნაწილი კი პროტესტს ოფისებიდან უერთდება. საპროტესტო წარწერებით არის აჭრელებული დიდი კომპანიების ვიტრაჟებიც.
15 -დან 18-საათამდე იხურება სხვადასხვა მაღაზიები, კვების ობიექტები, ოფისები და საწარმოები.