ევროკავშირი: მზია ამაღლობელისა და გურამ მურვანიძის დაპატიმრება გამოხატვის თავისუფლებას უფრო მეტად აკნინებს

15.01.25 17:12
ევროკავშირი: მზია ამაღლობელისა და გურამ მურვანიძის დაპატიმრება გამოხატვის თავისუფლებას უფრო მეტად აკნინებს

საქართველოში ევროკაშირის წარმომადგენლობა "ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისა და "ბათუმელების" ოპერატორის, გურამ მურვანიძის დაპატიმრებას ეხმაურება.

გავრცელებულ განცხადებაში  ხაზგასმით წერია, რომ მზია ამაღლობელისა და გურამ მურვანიძის დაპატიმრება გამოხატვის თავისუფლებას უფრო მეტად აკნინებს.

ევროკავშირი ივანიშვილის რეჟიმს სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვისკენ და ყველა უსამართლოდ დაკავებული მომიტინგის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

საქართველოს მოქალაქეებს კვლავ ემუქრება დაკავება ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობის გამო. მზია ამაღლობელისა და გურამ მურვანიძის დაპატიმრება გამოხატვის თავისუფლებას უფრო მეტად აკნინებს. ყველა უსამართლოდ დაკავებული უნდა გათავისუფლდეს. ევროკავშირი სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვისკენ მოუწოდებს. დაუსჯელობა ვერ გაიმარჯვებს", - წერია განცხადებაში. 

  • 2024 წლის 11 იანვარს ბათუმში ,პოლიციის სამმართველოს შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს ჟურნალისტი, გაზეთ „ბათუმელებისა“ და ონლაინ გამოცემა „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი დირექტორი – მზია ამაღლობელი.
  • 12 იანვარს მზია ამაღლობელს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353/1 მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.