საყოველთაო გაფიცვას "ავერსის" თანამშრომლებიც შეუერთდნენ

15.01.25 17:28
საყოველთაო გაფიცვას "ავერსის" თანამშრომლებიც შეუერთდნენ

საყოველთაო გაფიცვას "ავერსის" თანამშრომლების ნაწილიც შეუერთდა - "ავერსის" სათაო ოფისის თანამშრომლები ზუსტად 15:00 საათზე ქუჩაში საქართველოს და ევროკავშირის დროშებით გამოვიდნენ.

დღეს აუცილებელია ჩვენი ხმა გავაგონოთ მსოფლიოს, მთლიან საქართველოს. ჩვენ ვეწინააღმდეგებით დიქტატურასდ ა გვინდა ახალი სამართლიანი არჩევნები".- ამბობს "ავერსის" თანამშრომელი. 

საყოველთაო გაფიცვა  მთელს საქართველოში - სააფთიაქო ქსელები, სუპერ მარკეტები, სილამაზის სალონები, კვების ობიექტები, სკოლები, უნივერსიტეტები, ბაღები, მოკლედ მცირე და დიდი ბიზნესი ყველა ოლიგარქის  რეჟიმის წინააღმდეგ ერთიანდება. 

"გაიფიცე საქართველოსთვის" აქციაში  ახალი არჩევნების დანიშვნის  და რეჟიმის პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით  პრაქტიკულად მთელი ბიზნეს სექტორი ჩაერთო.

თანამშრომელთა დიდი ნაწილი უკვე ქუჩაში დგას, ნაწილი კი პროტესტს ოფისებიდან უერთდება. საპროტესტო წარწერებით  არის აჭრელებული დიდი კომპანიების ვიტრაჟებიც. 

15 -დან 18-საათამდე იხურება სხვადასხვა მაღაზიები, კვების ობიექტები,  ოფისები და საწარმოები.