უწყვეტი პროტესტის 49-ე დღე - რუსთაველის გამზირი გადაკეტილია
უწყვეტი პროტესტის 49-ე დღე საქართველოში - თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დაიწყო. მოქალაქეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.
პროტესტის ავანგარდში მყოფი ადამიანების მოთხოვნა უცვლელია. ისინი ხელახალი არჩევნების ჩატარებას და აქციაზე უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.
მანამდე, დამსაქმებლები და დასაქმებულები ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო გაიფიცნენ და პროტესტის ნიშნად სამი საათით მუშაობა შეაჩერეს.
ფოტო: არქივიდან