აქციაზე დაკავებული მარიამ სიჭინავა სასამართლომ 5 000 ლარით დააჯარიმა

15.01.25 19:37
აქციაზე დაკავებული მარიამ სიჭინავა სასამართლომ  5 000 ლარით დააჯარიმა

ზუგდიდში, საპროტესტო აქციაზე დაკავებული პარტია "დროას" წარმომადგენელი, მარიამ სიჭინავა თავისუფალია.

 სასამართლომ აქციის მონაწილეს 5 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. 

შეგახსენებთ, 13 იანვარს, მარიამ სიჭინავა ზუგდიდში საპროტესტო აქციაზე ფეიერვერკის სროლის გამო დააკავეს.