მოქალაქეები სპეციალურ ბანერს ამზადებენ - თეთრი ტილო დატვირთული გზავნილებით გერმანიაში გაიგზავნება

15.01.25 20:51
მოქალაქეები სპეციალურ ბანერს ამზადებენ - თეთრი ტილო დატვირთული გზავნილებით გერმანიაში გაიგზავნება

 

თბილისში, რუსთაველის გამზირზე ევროპული მომავლის მცველები სპეციალურ ბანერს ამზადებენ - მოქალაქეები, რომლებიც ქუჩაში 49-ე დღეა დგანან, თეთრ ტილოზე საკუთარ გზავნილებს ტოვებენ. 

ცნობილია, რომ მოცემული ბანერი გერმანიაში უნდა გაიგზავნოს, სადაც საქართველოს მოქალაქეები განვლილ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით გამოფენას მოაწყობენ და მთელ ცივილურ სამყაროს დაანახებენ, რისი გავლა უწევს თავისუფლებისთვის მებრძოლ ხალხს. 

პირველი ტილო უკვე ჩავიტანე გერმანიაში. ეს არის მეორე ტილო. გერმანიაში მცხოვრებმა ქართველებმა გადაწყვიტეს გააკეთონ გამოფენა და ამ გამოფენაზე მთლიანად იქნება ფოტოები. არის ის შთაგონება, რომ რაც აქ განვიცადეთ, იქ გერმანელებმა და ქართველებმა მთლიანად განიცადონ და მიხვდნენ, რა ხდებოდა აქ", - ამბობს მოქალაქე.