ვითხოვთ ახალ არჩევნებს - სამხატვრო აკადემიის სტუდენტები ღამეს უნივერსიტეტში გაათევენ
სადღეღამისო პროტესტი - სტუდენტებმა სამხატვრო აკადემიის შენობა დაიკავეს. სტუდენტების თქმით, სადღეღამისო პროტესტს ექნება პერმანენტული სახე და გაგრძელდება იქამდე, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
გაფიცული სტუდენტების მოთხოვნა კი უცვლელია, ისინი ახალი არჩევნების ჩატარებას და აქციაზე უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.
სამხატვრო აკადემიის ოფიციალური პოზიცია, არ გამოხატავს ჩვენს პოზიციას და გვინდა, რომ მათ ნეიტრალურ პოზიციას გავემიჯნოთ. მკაფიოდ ვთქვათ ჩვენი სათქმელი და შევუერთდე იმ მთავარ მოწოდებას, რაც გულისხმობს ხელახალი არჩევნების ჩატარებას და ასევე დაუყოვნებლივ გათავისუფლებას რეჟიმის პატიმრებისა. გვექნება მონაცვლეობა, თუმცა ამას ექნება პერმანენტული სახე '', - ამბობს გაფიცული სტუდენტი.
შეგახსენებთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა 13 იანვარს რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ფორმა შეცვალეს და პროტესტს უნივერსიტეტის შენობიდან აგრძელებენ. მათ ღამისთევისთვის საჭირო ნივთები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიაწოდეს. სადღეღამისო პროტესტი მიმდინარეობს თეატრალურ უნივერსიტეტშიც.