არანაირი შეხება არ ჰქონია, სახლში იმყოფებოდა მთელი დღე - შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

10.09.21 15:08
არანაირი შეხება არ ჰქონია, სახლში იმყოფებოდა მთელი დღე - შანაი ბრუკის  მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

შანაი ბრუკი არ მომიკლავს - სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული რაფელ მურსაკულოვი ამბობს, რომ  უმძიმესი ბრალდებით შოკირებულია და არც ის იცის, როგორ აღმოჩნდა მისი დნმ-ის კვალი შემთხვევის ადგილზე. ადვოკატის თქმით, საქმეში ბევრი გაურკვეველი დეტალია.

განჩინებაში ბევრი მტკიცებულებაა ისეთი, რომელიც ამ საქმეს არანაირად არ ამყარებს. ბრალშიც ისეთი მოწმეები არიან ჩამოთვლილი, სატელეფონო საუბარი არაა, ანძით ეს არ მტკიცდება. შინაარსობრივად მოწმე კონკრეტულად ვერავინ ვერაფერს ვერ ამბობს.

მას არანაირი შეხება არ ჰქონია, სახლში იმყოფებოდა მთელი დღის განმავლობაში. ისეთ ადგილზე არ გადაადგილებულა, რომ გამოძიებამ ვერ დაადგინოს, სად იმყოფებოდა", - ამბობს დაკავებულის ადვოკატი. 

გახმაურებული მკვლელობის საქმე  შესაძლოა, ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ.

რაფაელ მურსაკულოვი ზაჰესის იზოლატორში ბრალის წარდგენის შემდეგ აღკვეთი ღონისძიების მოლოდინშია. მურსაკულოვი 7 სექტემბერს დააკავეს.  პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს. 

თბილისში მცხოვრები ავსტრალიის მოქალაქე, შანაი ბრუკი, თბილისში 30 ივლისს გაუჩინარდა, 31 ივლისს კი ის მთაწმინდაზე გარდაცვლილი იპოვეს. 

მსგავსი სიახლეები