"ვუერთდებით საყოველთაო გაფიცვას და ვრჩებით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში" - სტუდენტების საგანგებო განცხადება

15.01.25 21:48
"ვუერთდებით საყოველთაო გაფიცვას და ვრჩებით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში" - სტუდენტების საგანგებო განცხადება

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები საყოველთაო გაფიცვას უერთდებიან - ახალგაზრდები, რომლებმაც საგანგებო განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაავრცელეს, ღამის გათენებას ბსუ-ს კედლებში აანონსებენ.

ევროპული მომავლის მცველები როგორც ხელახალი არჩევნების დანიშვნას, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.

"ასევე ვითხოვთ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისა და საბჭოსგან, გააკეთონ განცხადება, რომ ამ უნივერსიტეტის სტუდენტები: მათე ცენტერაძე და ელიზბარ ჩხიკვაძე არიან უკანონოდ დაკავებულები" - ამბობენ ახალგაზრდები. 

ბათუმელი სტუდენტები ვუერთდებით საყოველთაო გაფიცვას და გავიფიცეთ დღეს, 15 იანვარს, 15:00 საათზე. ახლა კი სიმბოლურად ვრჩებით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ვითხოვთ, პირველ რიგში, დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, ჩვენი მეგობრები, სტუდენტები და თანამოქალაქეები და ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს, სამართლიან არჩევნებს, რომელიც გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას.

ასევე, ვითხოვთ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისა და საბჭოსგან გააკეთონ განცხადება, რომ ამ უნივერსიტეტის სტუდენტები: მათე ცენტერაძე და ელიზბარ ჩხიკვაძე არიან უკანონოდ დაკავებულები. თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს, ცეცხლი ოლიგარქიას",  - განაცხადეს სტუდენტებმა.