პროტესტი გონიოში - სატვირთო ავტომობილების მძღოლები ნებართვის გაცემას ითხოვენ

10.09.21 15:33
პროტესტი გონიოში - სატვირთო ავტომობილების მძღოლები ნებართვის გაცემას ითხოვენ

მძღოლების პროტესტი გონიოში - აქციის მონაწილეები ნებართვის გაცემას მოითხოვენ. სატვირთო ავტომობილების მძღოლები ამბობენ, რომ საქართველოდან თურქეთისა და კიდევ რამდენიმე ქვეყნის მიმართულებით გადაზიდვებს ახორციელებდნენ, თუმცა ამისთვის საჭირო ნებართვების აღებას ამ ეტაპზე ვერ ახერხებენ. მათი თქმით, პრობლემების გამო ვერ მუშაობენ და ვერც საბანკო ვალდებულებებს იხდიან.

ქუჩაში გამოსული ათობით მძღოლი პასუხისმგებელ უწყებებთან შეხვედრასა და პრობლემის მოგვარებას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთვევაში აქციებს აანონსებს.