სირცხვილი - ვიქტორ სანიკიძე "ხულიგნად" და "ქუჩის ბიჭად" მოგვევლინა - თინა ხიდაშელი
"ოცნების" სკანდალი აბუდაბიში - თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი ამბობს, რომ მას შემდეგ რაც, სავარაუდოდ, კოლეგებმა ვიქტორ სანიკიძე იმის გამო გაკიცხეს, რომ პირველ დღეს, როცა ლაშა გაბიტაშვილმა ირაკლი ზარქუას "მონა" ეძახა, არაფერი მოიმოქმედა, ამის შემდეგ კი "ოცნების" დეპუტატმა საკუთარი ვაჟკაცობის დამტკიცება ფიზიკური ანგარიშსწორებით გადაწყვიტა.
სირცხვილი - ვიქტორ სანიკიძე "ხულიგნად" და "ქუჩის ბიჭად" მოგვევლინა - ამბობს თინა ხიდაშელი.
ხდება დაპირისპირებების და ანგარიშსწორებების წახალისება. პოლიტიკური თანამდებობის პირები, თვითმარქვია დეპუტატები თავად არიან დაკავებული ამ ძალადობის წახალისებით. სანიკიძის საქციელიდან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ის უბრალოდ გაკიცხეს მისმა კოლეგებმა, როდესაც ზარქუა შეატოვა იმ ადამიანს და მეორე დღეს გადაწყვიტა, რომ საკუთარი ვაჟკაცობა ასე უნდა დაემტკიცებინა. როგორი სიცხვილია, ღმერთო ჩემო, ადამიანი, რომელიც საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანი იყო, ქვეყნის ღირსებას იცავდა, ქვეყნის დროშით გამოდიოდა, ბევრ ადამიანს ამ ქვეყანაში უყვარდა, პატივს სცემდა, ჩვეულებრივ ხულიგნად და ქუჩის ბიჭად მოგვევლინა ამ დღეების განმავლობაში", - აცხადებს თინა ხიდაშელი.
არაბული თავგადასავლების მოყვარული ირაკლი ზარქუა, დაბადების დღეს სავარაუდოდ აბუ-დაბის იზოლატორში შეხვდა - ბიძინა ივანიშვილის დეპუტატი დღეს იუბილარია.
მედიაში გავრცელებული ცნობებით, "ოცნების" ლიდერების მიერ მოწყობილი ჯგუფური ანგარიშსწორების გამო, ზარქუა და სანიკიძე სასამართლომდე, ერთ თვიან პატიმრობაში რჩებიან.
საქართველოს ელჩი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, გიორგი ჯანჯღავა არ პასუხობს კითხვას არიან თუ არა ზარქუა-სანიკიძე დაკავებულები. „გამოძიება ჯერ არ დამთავრებულა“ - მიწერა ელჩმა გამოცემა პუბლიკას.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციას გამოეხმაურა საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყება ამტკიცებს, რომ „აღნიშნული არ არის სიმართლე“.