"პოლიციელმა შემაგინა, ხელი მომიღერა, თავს ვიცავდი..." - რა მტკიცებულებები წარადგინა დაცვის მხარემ პროცესზე?

16.01.25 15:07
"პოლიციელმა შემაგინა, ხელი მომიღერა, თავს ვიცავდი..." - რა მტკიცებულებები წარადგინა დაცვის მხარემ პროცესზე?

სინდისის კიდევ ერთი პატიმარი პატიმრობაშიი დატოვეს. თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი მოსამართლე დავით მგელიაშვილმა ისევ ციხეში გაუშვა.

ამასთან, დღევანდელ სხდომაზე გიგაურის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ის ძალაში დარჩა. ასევე, საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა.

დღეს ანატოლი გიგაურის უფლებადამცველებმა პროცესზე წარადგინეს მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ პროევროპული აქციების მონაწილე ბრალდებული მამაკაცი თავს იცავდა, თუმცა მოსამართლემ კადრებში ეს მაინც ვერ დაინახა.

ადვპოკატ ლაშა ცუცქირიძის განმარტებით, გიგაური თავს იცავდა. უფლებადამცველმა განაცხადა, რომ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახეობა არ უნდა იყოს გამოყენებული, თუმცა, ალტერნატივის სახით გირაოს გამოყენება შესთავაზა, რისი განსაზღვრაც სასამართლოს მიანდო.

გიგაური თვითონაც არ უარყოფს, რომ ხელი მოუქნაი პოლიციელს. მისი მოქმედება განპირობებული იყო პოლიციელის ქმედებიდან, რომელმაც ანატოლი გიგაურს პირდაპირ სახეში დაარტყა ხელი 5 წამით ადრე, სანამ ანატოლი გიგაური ამ ქმედებას განახორციელებდა. ამიტომ, ამ ვიდეო-ჩანაწერში ნათლად არის ასახული ეს ყველაფერი, ბატონო მოსამართლე. სრული პასუსხისმგებლობით ვაცხადებ. თვითონ ბარლდების მხარის მეირ მოპოვებული მტკიცებულებაა და ნათალად არის ასახული, როგორ ურტყამს შეკრულ მუშტს პოლიციელი სახეზე. კარგად ჩანს ეს ეპიზოდი", - უთხრა ადვოკატმა მოსამართლე მგელიაშვილს. 

მოსამართლის თქმით, დაცვის მხარის აპელირებას, რომ გიგაური თავს იცავდა, ვერ დაეთანხმებოდა, ვინაიდან გიგაურისთვის სახეში გარტყმიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, მის მიერ პოლიციელისთვის სახეში ხელის შემორტყმა თავდაცვა არაა.

გიგაურის თქმით, აღნიშნულ დროს მას პოლიციელმა შეაგინა, რის გამოც განახორციელა მან ის ქმედება.

უფრო მანამდე, დავით მგელიაშვილის კითხვაზე, ცნობდა, თუ არა ის თავს დამნაშავედ, განაცხადა, რომ „თავს იცავდა".

„თავს დამნაშავედ არ ვთვლი, ვეთანხმები, რომ ნამდვილად განვახორციელე ქმედება, რაც ვიდეოზეა, მაგრამ თავდასხმის ქვეშ ვიყავი. შემაგინა, შენი დედაო და მომიღერა ხელი, ამ დროს მე რაც შემეძლო, ვკარი ხელი და მოვიშორე, მეტი არაფერი ხდება მანდ. მე ფიზიკურად და ტექნიკურად ვარ ასე მომზადებული, მე უბრალოდ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ვმოქმედებდი.

ჩემთვის საქართველო ღირსების საკითხია. ჩემი ქვეყნის ერთ-ერთი ფარი, ჭანჭიკი ვარ. სანამ ცოცხალი ვიქნები, ვიბრძვი და ვიბრძოლებ ჩემი ქვეყნისთვის. მუნდირის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, კლასელებიდან დაწყებული, ყველა, ჩემი გარემოცვა პოლიციელია, როგორ მექნება ამასთან შეუთავსებლობა“, - განაცხადა გიგაურმა. ამასთან, გიგაურმა განაცხადა, რომ ის არასდროს იტყუება, ვაჟკაცი და ხევსურია."- განაცხადა გიგაურმა.

ანატოლი გიგაურის პროცეს ესწრებოდა ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენელიც. 

ცნობისთვის, ანატოლი გიგაური სამართალდამცავებმა 25 ნოემბერს დააკავეს.

ანატოლი გიგაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.