მოსამართლე კობა ჩაგუნავას უპრეცედენტო გადაწყვეტილება - გამართლებული დავით გედენიძის პირველი კომენტარი

16.01.25 17:34
მოსამართლე კობა ჩაგუნავას უპრეცედენტო გადაწყვეტილება - გამართლებული დავით გედენიძის პირველი კომენტარი

მოსამართლე კობა ჩაგუნავას უპრეცედენტო გადაწყვეტილება -  "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი დავით გედენიძე, რომელიც ადმინისტრაციული წესით ბროსეს ქუჩაზე დააკავეს, მოსამართლემ სრულად გაამართლა.

დავით გედენიძემ მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. ახალგაზრდა აქტივისტი ამბობს, რომ გამამართლებელ ვერდიქტს არ ელოდა.

არ ველოდი ნამდვილად. უბრალოდ, მოწმეების ჩვენება იმდენად არ შეესაბამებოდა ერთმანეთს, რომ მოსამართლემ მიიღო მართლაც სამართლიანი გადაწყვეტილება, რასაც მოწმეები იძახდნენ. არ ველოდი ნამდვილად და ვარ ძალიან კმაყოფილი. მე როგორც გამამართლეს, ისე უნდა იყოს სხვების შემთხვევაშიც. ჩემი ძმა გუშინწინ დააკავეს, მასაც ძალიან უაზრო რამეს აბრალებენ, მაგრამ მოვა დრო, გამოვლენ. იმედი მაქვს, როგორც დღეს, ისე ხვალ მოსამართლეები ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებენ" , - ამბობს დავით გედენიძე.

გედენიძე 3 დეკემბერს, ბროსეს ქუჩაზე დააკავეს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას ედავებოდნენ, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.