არც სადღესასწაულო ტორტი ყოფილა და არც შუშხუნები - ირაკლი ზარქუას "დაუვიწყარი" დაბადების დღე აბუ დაბიში

16.01.25 20:43
არც სადღესასწაულო ტორტი ყოფილა და არც შუშხუნები - ირაკლი ზარქუას "დაუვიწყარი" დაბადების დღე აბუ დაბიში

არც სადღესასწაულო ტორტი ყოფილა და არც შუშხუნები - ირაკლი ზარქუას "დაუვიწყარი" დაბადების დღე აბუ დაბიში. "პირველების" ინფორმაციით იუბილარი პოლიციის განყოფილებიდან გირაოს სანაცვლოდ გაუშვეს, თუმცა ზარქუა - სანიკიძის მძიმე არაბული არდადეგები ამით არ დასრულებულა. გაერთიანებულ საემიროებს "ოცნების" დეპუტატები ვერ ტოვებენ, ვიდრე სასამართლო განაჩენს არ გამოიტანს. როდის ჩაინიშნება სასამართლო სხდომა ჯერ უცნობია. პროცესი შესაძლოა ერთი თვეც გაიჭიმოს. 

ოლიგარქის მოძალადე დეპუტატები 14 იანვრის მერე გაუჩინარდნენ. ეს პერიოდი, სავარაოდოდ, მათ აბუდაბის იზოლატორში გაატარეს. საგარეო საქმეთა სამინისტრო საგულდაგულოდ მალავდა მათ ადგილსამყოფელს და პრაქტიკულად არანაირ ინფორმაციას არ იძლეოდა. თუმცა სასამართლოს შემდეგ უკვე თავად საემიროები გაავრცელებენ ზუსტ ინფორმაციას. გავრცელებული ინფორმაციით, სამდღიანი გამოკითხვების შემდეგ პოლიცია დაზარალებულმა ლაშა გაბიტაშვილმაც დატოვა.

დეტალები ნახეთ, გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.